რამდენიმე კვირის წინ კრიშტიანუ რონალდუმ "მანჩესტერ იუნაიტედი" დატოვა. პორტუგალიელ ფეხბურთელსა და ინგლისურ კლუბს შორის არცთუ ისე კარგი ურთიერთობა იყო. დაძაბულობა თავიდანვე არსებობდა, თუმცა მას შემდეგ რაც მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა პირს მორგანთან ინტერვიუში ისაუბრა, ყველასთვის აშკარა გახდა, რომ რონალდუსა და "წითელ ეშმაკებს" შორის ურთიერთობას წერტილი მალე დაესმებოდა.