"იღლები და გბეზრდება მათი ყურება" - გარი ნევილი გაბრაზებულია » სპორტის ხაზი

"იღლები და გბეზრდება მათი ყურება" - გარი ნევილი გაბრაზებულია

"იღლები და გბეზრდება მათი ყურება" - გარი ნევილი გაბრაზებულია
4-12-2023, 20:08
Aa Aa
გაზიარება:

"მანჩესტერ იუნაიტედის" ვეტერანი ფეხბურთელი და ლეგენდა, გარი ნევილი კლუბის თამაშზე თავის აზრს გამოთქვამს:

"ძალიან იმედგაცრუებული ვარ, სიმართლე რომ ვთქვათ წრეზე დავდივართ, უნდა დაიწყოს მთავარი მწვრთნელის წინააღმდეგ წასვლა, შემდეგ დაიწყება, რომ ვერ მოვიშორებთ მწვრთნელს, რადგან ჩვენ უნდა გავუშვათ მოთამაშეები, რომლებმაც სხვა მწვრთნელები უკვე მოიშორეს, შემდეგ კი უკვე მივდივართ მფლობელებთან და მოვიწყინე. დავიღალე საკუთარი კლუბით. საერთოდ აღარ მინდა თამაშების ყურება და ეს არის ყველაზე სევდიანი ფაქტი, როდესაც ადამიანს საკუთარი კლუბის თამაშების ყურება აღარ გსურს, როცა იღლები და გბეზრდება მათი ყურება. ეს მხოლოდ მე არ ვარ, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ასე ბევრი ადამიანი ფიქრობს. ჩემი ცხოვრებაა, რომ მივიდე და ვნახო "მანჩესტერ იუნაიტედის" თამაში, ყოველთვის ამას ვაკეთებ, მაგრამ ახლა ვგრძნობ, რომ დავიღალე მათი ყურებით და ეს ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ პოზიციაში ხარ, რადგან მე მიყვარს ეს კლუბი და მიყვარს ის აზარტი რაც ფეხბურთს თან სდევს. მე უკვე მეშინია თუ რა მოხდება "ენფილდზე" რამდენიმე კვირაში, ასევე მეშინია თუ რა მოხდება ოთხშაბათს "ჩელსის" წინააღმდეგ, ამ მატჩებში დიდი არეულობა იქნება, რადგან ჩვენი კლუბის ნდობა უკვე დაკარგულია. მთელმა კლუბმა დაკარგა ჩვენი, როგორც გულშემატკივრებისა და მედიის ნდობა. ჩვენ მათ აღარ ვენდობით, რადგან ისინი უფრო და უფრო დაბლა ეცემიან და ეს საერთოდ არ არის კარგი." - აცხადებს ნევილი Skysports-თან ინტერვიუში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი