ერიკ ტენ ჰააგი: "არ ვართ საკმარისად კარგი" » სპორტის ხაზი

ერიკ ტენ ჰააგი: "არ ვართ საკმარისად კარგი"

ერიკ ტენ ჰააგი: "არ ვართ საკმარისად კარგი"
10-12-2023, 13:21
Aa Aa
გაზიარება:

მანჩესტერ "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი უკმაყოფილოა წინა შეხვედით. პრემიერ ლიგის მე-16 ტურში წითელმა ეშმაკებმა საკუთარ სტადიონს "ბორმუნთს" უმასპინძლა და განადგურდა. ალუბლებმა მეტოქეს 3 უპასუხო გოლი გაუტანეს.

"ძალიან იმედგაცრუებული და გაღიზიანებული ვარ, რადგან "ჩელსისთან" კარგი მატჩის ჩატარების შემდეგ მეგონა, რომ გუნდში ახალი ეპოქა იწყებოდა."

"ჩემი აზრით, არ ვართ საკმარისად კარგი გუნდი იმისთვის, რომ თამაში კომბინაციურ ფეხბურთზე ავაწყვოთ. გუნდურობა გვაკლია, მაგრამ ამის გამოსწორებაზე აუცილებლად უნდა ვიმუშავოთ"

"ხშირად მითქვამს, რომ ინგლისში დავალ ტემში თამაში არ შეიძლება. "ბორმუნთმაც" შანსი გამოიყენა. მსგავსს შეცდომებს არ უნდა ვუშვებდეთ"


შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდელი სპეციალისტის გაწვრთნილი გუნდი მეექვსე ადგილს იკავებს, ხოლო ოთხეულს კი სამი ქულით ჩამორჩება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი