დავიდ დე ხეა ნიუკასლს უახლოვდება » სპორტის ხაზი

დავიდ დე ხეა ნიუკასლს უახლოვდება

დავიდ დე ხეა ნიუკასლს უახლოვდება
5-12-2023, 15:55
Aa Aa
გაზიარება:

ნიუკასლ "იუნაიტედი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მანჩესტერ "იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელის, დავიდ დე ხეას დამატებას შეეცდება.

დე ხეა მანჩესტერელთა რიგებში 2011 წლიდან 2023 წლამდე თამაშობდა, ის უდავოდ "იუნაიტედის" ლეგენდაა და გულშემატკივართა ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი.

დე ხეასადმი ინტერესის მთავარი მოტივი ნიუკასლის ძირითადი მეკარის, ნიკ პოუპის ხანგრძლივი ტრავმაა, რომელიც მან მანჩესტერთან მატჩის ბოლო წუთებზე მიიღო. ის მატჩი "კაჭკაჭებმა" 1-0 მოიგეს.

ესპანელი კიპერი ზაფხულის შემდეგ უგუნდოდ არის, ასე რომ სურვილის შემთხვევაში ნიუკასლი 33 წლის მეკარეს უფასოდ დაიმატებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი