"რეშფორდს ცალკე უნდა დაველაპარაკო" - ერიკ ტენჰაგი » სპორტის ხაზი

"რეშფორდს ცალკე უნდა დაველაპარაკო" - ერიკ ტენჰაგი

"რეშფორდს ცალკე უნდა დაველაპარაკო" - ერიკ ტენჰაგი
4-12-2023, 13:22
Aa Aa
გაზიარება:

"მანჩესტერისთვის" ატრაქციონი გრძელდება, გუნდმა პრემიერ ლიგაში ზედიზედ მოგებული რამდენიმე შეხვედრის შემდეგ, "ნიუკასლთან" სენტ ჯეიმს პარკზე მინიმუალური ანგრიშის სხვაობით, 1-0 წააგო.

ინგლისურმა მედიამ "იუნაიტედი" ისევ კრიტიკის ქარცეცხლში გაახვია და ერიკ ტენ ჰააგს მოედანზე გატარებული მძიმე წუთების შემდეგ არც მიკროფონის წინ მიეცა ამოსუნთქვის საშუალება.

მთავარი სასაუბრო თემა მარკუს რაშფორდი გახლდათ, ინგლისელი შემტევი კარგი წინა სეზონის შემდეგ მისი თავის აჩრდილია და მთავარ მწვრთნელს ისევ მისი კრიტიკისგან დაცვა მოუწია.

"მარკუსი შესანიშნავი ფეხბურთელია ის რომ დღეს მას ამხელა თამასა აქვს შემთხვევითი არაა, ორი აზრი არის, რომ წინა სეზონის შემდეგ მისგან მეტს მოელოთ, მაგრამ მე არ მიყვარს წაგების ერთ ფეხბურთელზე გადაბრალება, ამიტომ მისთვის რაც სათქმელი მაქვს პირადად გადავცემ.

რაშფორდს გუნდის ყოფილი კაპიტანი ჰარი მაგუაიერიც გამოექომაგა, რომლისთვისაც კრიტიკა ყოველდღიურობაა.

"ვითვალისწინებთ თქვენს მოლოდინებს, მაგრამ უნდა დაელოდოთ რაშფორდი თავის საუკეთესო ფორმას ისევ იპოვნის და საპირისპიროს დაგიმტკიცებთ.

შეგახსენებთ, რომ "იუნაიტედი" წელს ოთხეულს მიღმაა და ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფში ბოლო ადგილს იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი