რაიან გიგსი: "მანჩესტერში ვერ წარმოვიდგენდით, რომ კრიშტიანუ რონალდუ გახდებოდა ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო" » სპორტის ხაზი

რაიან გიგსი: "მანჩესტერში ვერ წარმოვიდგენდით, რომ კრიშტიანუ რონალდუ გახდებოდა ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო"

რაიან გიგსი: "მანჩესტერში ვერ წარმოვიდგენდით, რომ კრიშტიანუ რონალდუ გახდებოდა ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო"
7-12-2023, 13:41
Aa Aa
გაზიარება:

მანჩესტერ 'იუნაიტედის" ლეგენდა და უელსის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი რაინ გიგსი საუბრობს მანჩესტერის დროინდელ კრიშტიანუ რონალდუს შესახებ.

"მანჩესტერში ვერ წარმოვიდგენდით, რომ კრიშტიანუ რონალდუ გახდებოდა ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი. უბრალოდ არ გვჯეროდა. მის პირველ მატჩში ბოლტონთან, მან გაახარა გულშემატკივარი თავისი ჟესტებით, მაგრამ შემდეგ იყო იმედგაცრუება."

"არ იცოდა, როდის გადაეკეთებინა პასი,ის ბურთს ძალიან ბევრს ატარებდა, ხშირად სიმულაციობდა... რთული იყო მისი დებიუტი, მაგრამ ამ ყველაფრის შემდეგ თითქოს ახალი რონალდუ გამოჩნდა. გუნდში, სადაც კარლოს ტევეზი, რუნი, სქოულზი იყვნენ, სწორედ კრიშტიანუ იყო ვინც განსხვავებას ქმნიდა."

"სწორედ მან გადაგვარჩინა, როცა გაჭირვებაში ვიყავით. ის გახდა ბომბარდირი, ადამიანი, რომელსაც მარტოს შეეძლო მატჩების მოგება. ის ამას უმაღლეს დონეზე აკეთებდა. ისტორიის ყველა საუკეთესო მოთამაშე ვლინდება დიდი აფიშის დროს. მან ეს გააკეთა ჩვენთვის, როგორც მოგვიანებით გააკეთა მადრიდის "რეალსა" და "იუვენტუსში". ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთლია.

შეგახსენებთ, რომ რაინ გიგსმა ინგლისურ გუნდში მთელი თავისი კარიერა ჩაატარა. იგი წითელი ეშმაკების ღირსებას 23 წლის განმავლოვაში იცავდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი