სექტემბრის თვეში მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრის მოპოვებას ამავე ქამრის მფლობელ შონ ო'მალისთან შეეცდება.
ამერიკელი მებრძოლის მწვრთნელმა, ტიმ უელჩმა სწორედ მერაბ დვალიშვილის შესახებ გააკეთა კომენტარი.
საკმაოდ უცნაური იქნება და გამიკვირდება, თუ მერაბი მსაჯების გადაწყვეტილებამდე გაქაჩავს. შონი უფრო მაღალია, ის სნაიპერია და დვალიშვილს ნოკაუტით მოუგებს.
- თქვა ტიმ უელჩმა.
ცნობისთვის, ქართველისა და ამერიკელის დაპირისპირება 15 სექტემბერს გაიმართება.