როგორც იცით, მერაბ დვალიშვილი UFC-ში საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლას ამერიკელი შონ ო'მალის წინააღმდეგ სექტემბერში გამართავს.
ჩანიშნულ დაპირისპირებაზე კომენტარი ო'მალის მწვრთნელმა გააკეთა, რომელიც ფსონს სწორედ საკუთარ მოწაფეზე აკეთებს.
პროგნოზის კეთებისას ყოველთვის ყველაზე ცუდს და უსიამოვნოს ვითვალისწინებ ხოლმე. ჩვენ აქაც დიდ და უშეღავათო ბრძოლას ველით. წესით, მერაბი თეიქდაუნების კეთებას შეეცდება, ამ დროს კი შონი მას ნაწილებად დაშლის.
ფსონს რომ ვდებდე, ვიტყოდი, რომ შონი მეტოქეს ძლიერად მოარტყამდა და პირველივე რაუნდში დაანოკაუტებდა.
- თქვა ტიმ უელჩმა.