ქართველი მოკრივის, ლაშა გურულის მეუღლის ვიზუალმა სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მიიღო, რამდენიმე უარყოფითმა კომენტარმა კი გურული ძალიან გააღიზიანა.
როგორც ლაშა ამბობს, მან არასასიამოვნო კომენტარების ავტორებს ტელეფონზე პასუხის მისაღებად გადაურეკა კიდეც, თუმცა მათ თავის მართლების მეტი არც არაფერი გაუკეთებიათ.
ჩემზე დაწერილი რაღაც შეიძლება კიდევ გავატარო, მაგრამ მარიამზე რომ რამეს არასწორად დაწერენ, არ გავატარებ, თან ბიჭი რომ წერს. ყველა სიტყვას და ქმედებას სჭირდება ახსნა, განმარტება. მქონდა შემთხვევა, რამდენიმეს დავურეკე. ვიცოდი, სისულელეს ვაკეთებდი, მაგრამ მაინც დავურეკე. ყველამ თავი იმართლა, ჩემმა შვილმა, შვილიშვილმა აიღო ტელეფონი და მან დაწერაო. შენს დაიკოზე, შენს დედიკოზე მსგავსი რამ ვინმემ რომ დაწეროს, რას იზამ-მეთქი? ამ ადამიანებს სათქმელი არაფერი აქვთ.
- ამბობს ლაშა გურული.
შეგახსენებთ, რომ ლაშა გურულმა საქართველოს დელეგაციას პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე კრივში ბრინჯაოს მედალი მოუპოვა.