პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას მედიაში და საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მასე დღემდე საუბრობენ.
გამონაკლისი არც ქართველი მოკრივე ლაშა გურული ყოფილა, რომელმაც ოლიმპიური ბრინჯაოს მოგების შემდეგ, ამ საკითხზე საკუთარი მოსაზრებაც დააფიქსირა.
"ჩვენ სპორტსმენები გახსნის ცერემონიას ბოლომდე არც დავსწრებივართ, წვიმამ მოგვისწრო და წამოვედით, შეჯიბრისთის მზადება დავიწყეთ.
შემდეგ გავიგეთ, რომ გახსნის ცერემონიაზე რელიგიური თემებიც იყო და ქრისტიანობისთვის შეურაცხყოფა მიუყენებიათ. ბევრი მიუღებელი რამ მოხდა ჩვენი ერისთვის გახსნაზე და რაც საქართველოსთვისაა მიუღებელი, ასევეა ჩემთვისაც.
ბევრი მიწერდა კომენტარებში - პროტესტის ნიშნად რატომ არ ტოვებთ ტურნირსო და მათ გასაგებად მინდა ვთქვა: როცა მთელი ცხოვრების შრომას დებ ამ სპორტში და 4 წელი ოლიმპიადას ელოდები, ვერ გათვლი წინასწარ რომელ ოლიმპიადაზე რა მოხდება. 2016 და 2020 წლებში ოლიმპიადაზე ვერ მოვხვდი, წელს მოვხვდი და ასეთი რამ მოხდა, მე რა უნდა მექნა?!
ეს მსოფლიო გლობალური ცვლილებაა. იმის თქმა ნამდვილად შემიძლია, რომ საქართველოში თუ მოხდებოდა მსგავსი რამ გახსნის ცერემონიაზე, არც მე და არც სხვა ქართველი სპორტსმენი შეჯიბრებაში მონაწილეობას არ მივიღებდით. ამ შემთხვევაში კი უარი რომ გვეთქვა გამოსვლაზე, წამგებიან პოზიციაში ვიქნებოდით", - განაცხადა გურულმა.
იხილეთ ვიდეო: