მოგეხსენებათ, ქართულ დელეგაციას პარაოლიმპიადაზე პირველი ოქროს მედალი გიორგი ოჩხიკიძემ მოუპოვა.
აღნიშნული ჯილდო ქართველ პარამძლეოსანს სათანადოდ დაუფასდება - გიორგი საქართველოს მთავრობისგან პრიზის სახით 1 მილიონ ლარს მიიღებს.
რაც შეეხება სხვა მედალოსნებს, ვერცხლის მედალოსანი სახელმწიფოსგან 500 000 ლარს მიღებს, ხოლო ბრინჯაოს მედალოსანი 250 000 ლარს.