ქართველი პარამკლავჭიდელი ვახტანგ ახობაძე სპორტული პლატფორმა Nomad Sports-ის სტუმარი იყო, სადაც არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა.
მათ შორის, მსოფლიო ჩემპიონმა განაცხადა, რომ ხალხის კომენტარების გამო თავს უხერხულად გრძნობს.
"ყველაფერს გეფიცებით, მე ვარ უხერხულში იმიტომ რომ, ამბობენ მარტო ახობაძეს აქცევენო ყურადღებას და ჩუქნიან ყველაფერსო - მინდა ავღნიშნო, რომ მე არაფერ შუაში არ ვარ, უბრალოდ იმ ვიდეომ მოიტანა ეს ყველაფერი", - განაცხადა ვახტანგმა.
იმ ვიდეოში კი ვახტანგმა იგულისხმა კადრები, როცა მეტოქემ მარცხის შემდეგ ხელი არ ჩამოართვა და ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა ყოველივე ეს.
იხილეთ ვიდეო: