"ნორვეგიასთან თამაშისთვის მზად ვიყავი", - ლოჩოშვილის პასუხი სანიოლის » სპორტის ხაზი

"ნორვეგიასთან თამაშისთვის მზად ვიყავი", - ლოჩოშვილის პასუხი სანიოლის

"ნორვეგიასთან თამაშისთვის მზად ვიყავი", - ლოჩოშვილის პასუხი სანიოლის
7-04-2023, 17:45
Aa Aa
გაზიარება:

იტალიური კრემონეზეს მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა Nomad Sports-თან საუბრისას არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის ლუკამ მარტის სანაკრებო მატჩებში ნაკრებში არ გამოძახებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ნორვეგიასთან სათამაშოდ მზად იყო.

"არ ვიცი რის გამო არ გამომიძახეს ნორვეგიასთან სათამაშოდ - ვფიქრობ, რომ საამისოდ მზად ვიყავი, რადგან სერია ა-ში წინა ტურის მატჩში 70 წუთი ვითამაშე, მანამდე კი ტორნიოსთანაც მომეცა სათამაშო დრო. კონდინციები ამ თამაშამდეც აღდგენილი მქონდა, პლუს ამას დატვირთვებით ვვარჯიშობდი, იტალიაში კი მუდამ ინტენსიური ვარჯიშებია.

ვფიქრობ, ნორვეგიასთან 90 წუთი სათამაშოდ მზად ვიყავი და ეს ძალიან მინდოდა. დანარჩენი უბრალოდ მწვრთნელის გადასაწყვეტია, პირადად მე სანილთან ან ფედერაციის წარმომადგენლებთან არ მისაუბრია. მხოლოდ ის ვიცი, რაც პრესკოფნერენციაზე საჯაროდ ითქვა - რომ ტრავმის შემდეგ უთამაშებელი ვიყავი.

ვილი სანიოლი ძალიან დიდი ფეხბურთელი იყო და ეტყობა, რომ დიდი გამოცდილება აქვს. ფეხბურთელებთან საუბარი კარგად ეხერხება, მუდმივად ცდილობს მეტოქეზე მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია მოგვაწოდოს, ყველაზე თვალშისაცემი კი ისაა, რომ ნაკრებში დისციპლინაა.

გარდა ამისა, ნაკრებში დამოკიდებულებაც შეიცვალა, რომ თამაში გარანტირებული არავის აქვს. ყველაფერი მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული თუ თავს ვინ როგორ წარმოაჩენს, ეს კი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ჩემი აზრით ძალიან სწორი მიდგომაა. ვფიქრობ მთავარმა მწვრთნელმა ფეხბურთელებს ბევრი კარგი რამ შესძინა
", - განაცხადა ლოჩოშვილმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი