საბერძნეთის ნაკრებისა და მილუოკი ბაქსის ლიდერი, იანის ანტეტოკუნმპო მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს. ინფორმაცია სუპერვარსკვლავმა სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე დაადასტურა:
"ყველამ კარგად იცის ეროვნულ ნაკრებთან როგორი სიყვარული და ვნება მაკავშირებს. NBA-ის სეზონის დასრულების შემდეგ, ყველანაირად ვცდილობდი, რომ ჩემი სხეული მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზად ყოფილიყო.
სამწუხაროდ რამდენიმე თვიანი მზადებისა და მცდელობის მიუხედავად მზად არ ვარ. იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც სამედიცინო სტაფმა მიიღო. იმედი მაქვს, რომ ჩემი ნაკრები 2024 წლის ოლიმპიადის საგზურს მოიპოვებს და ჩემთვის დიდი პატივი იქნება იმ დროს ბიჭებთან ერთად თამაში და საბერძნეთის სახელის დაცვა." - დაწერა 28 წლის კალათბურთელმა სოციალურ ქსელში.