მანუჩარ მარკოიშვილი “მონაკოს” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა » სპორტის ხაზი

მანუჩარ მარკოიშვილი “მონაკოს” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

მანუჩარ მარკოიშვილი “მონაკოს” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
19-11-2024, 22:00
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრი, მანუჩარ მარკოიშვილი საკალათბურთო კლუბ “მონაკო ბასკეტის” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

ეს პირველი შემთხვევაა ქართულ საკალათბურთო ისტორიაში, როცა ქართველი მწვრთნელი ევროპის წამყვანი საკალათბურთო ლიგის გუნდში მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

ეს გადაწყვეტილება მონაკოს ხელმძღვანელობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მთავარი მწვრთნელი, საშა ობრადოვიჩი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გუნდიდან წავიდა.

მონაკო საფრანგეთის ჩემპიონატში ასპარეზობს, სადაც ბოლო 3 წელია, ჩემპიონია და ორჯერ ამ კლუბთან ერთად ჩემპიონი მარკოიშვილიც გახდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი