სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ის რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩში დალასში მავერიკსის წინააღმდეგ 17 წუთი ითამაშა და მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი ქულის დაგროვება შეძლო. საქართველოს ნაკრების ფორვარდა 14 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და ერთი დაფარება დააგროვა.
მამუმ 6-იდან 2 სამქულიანი ზუსტად გამოიყენა და ექვსივე საჯარიმო ჩააგდო. სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ სან ანტონიომ შეხვედრა 17 ქულის სხვაობით – 93:110 დათმო.
სან ანტონიო 6 მოგებითა და 8 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილს იკავებს. დალასი მე-10 ადგილზეა. მამუკელაშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 20 ნოემბერს, საკუთარ არენაზე ოკლაჰომას წინააღმდეგ გამართავს.