სანაძემ ანორთოსისში ფიბა ევროპის თასის ბოლო მატჩი გამართა და ეროვნულ ნაკრებს უერთდება » სპორტის ხაზი

სანაძემ ანორთოსისში ფიბა ევროპის თასის ბოლო მატჩი გამართა და ეროვნულ ნაკრებს უერთდება

სანაძემ ანორთოსისში ფიბა ევროპის თასის ბოლო მატჩი გამართა და ეროვნულ ნაკრებს უერთდება
15-11-2024, 02:44
Aa Aa
გაზიარება:

დუდა სანაძემ და მისმა ანორთოსისმა ფიბა ევროპის თასზე ბოლო შეხვედრა გამართა.

კვიპროსულმა გუნდმა ლიმასოლში ესპანურ სარაგოსას უმასპინძლა და ბრძოლაში – 76:83 დამარცხდა. შედეგად, ანორთოსისმა ჯგუფური ეტაპი მოუგებლად, 6 მარცხით დაასრულა. ქართველ ლეგიონერებს კვიპროსულ კლუბთან კონტრაქტი მხოლოდ ფიბა ევროპის თამაშებისთვის ჰქონდა და შესაბამისად, სანაძისა და ანორთოსისის ურთიერთობა ამ ეტაპზე დასრულდა.

სარაგოსასთან მატჩში სანაძემ 10 ქულა, 4 პასი და 2 მოხსნა დააგროვა. ის თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე 28 წუთი დაყო. ქართველმა უკანახაზელმა 8-დან 3 ორქულიანი და 7-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, პერიმეტრიდან კი 5 ცდიდან ყველა სროლა აუცდა.

სანაძემ კვიპროსი უკვე დატოვა და ოთხშაბათს თბილისში იქნება. 15 ნოემბრიდან ის საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შეუერთდება, რომელიც ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკციო ტურნირის მატჩებისთვის ემზადება.

- ვკითხულობთ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეს-სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი