ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი შედეგიანი მატჩი გამართა გიორგი შერმადინმა. მისმა "ტენერიფემ" "ბარსელონას" უმასპინძლა და 91:95 დამარცხდა.
შერმადინმა 19 წუთში, 19 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი დააგროვა.
ქართველი კალათბურთელის გუნდი მომდევნო მატჩს 16 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე გამართავს, სადაც გასვლაზე ბერძნულ "კოლოსოსს" დაუპირისპირდება.