ესპანეთის ჩემპიონატის მე-8 ტურში 'ტენერიფემ' ერთ-ერთ ამბიციურ გუნდ 'ვალენსიას' უმასპინძლა და დამაჯერებელი სხვაობით – 94:74 იმარჯვა.
გამარჯვებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართველ კალათბურთელს, გიორგი შერმადინს, რომელიც მატჩის მსვლელობისას პარკეტზე ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო. გიორგი სასტარტო ხუთეულში იყო და არასრულ 25 წუთში 19 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. 33 წლის სპორტსმენმა 13-დან 7 ორქულიანი ჩააგდო, საჯარიმო ხაზიდან კი ასპროცენტიანი იყო: 5-დან 5.