შანსი მიქაუტაძეს? - ქართველის კონკურენტს მედიაში ნიდერლანდელი ლეგენდები აკრიტიკებენ » სპორტის ხაზი

შანსი მიქაუტაძეს? - ქართველის კონკურენტს მედიაში ნიდერლანდელი ლეგენდები აკრიტიკებენ

შანსი მიქაუტაძეს?  - ქართველის კონკურენტს მედიაში ნიდერლანდელი ლეგენდები აკრიტიკებენ
2-11-2023, 15:46
Aa Aa
გაზიარება:

ნიდერლანდური ფეხბურთის ლეგენდამ, მაკაიმ, რომელიც როგორც მოთამაშე ცნობილი იყო კარის წინ გამორჩეული თამაშით, აიაქსის ფორვარდი, ბრობი გააკრიტიკა და განაცხდა:

"ის ძალიან ძლიერი და სწრაფია, მაგრამ თითქოს წონასწორობას ვერ იცავს. ხშირად ხედავთ, რომ ის ეცემა გასროლის შემდეგ. შემდეგ კი ძნელია ბურთის სწორი მიმართულებით გაშვება. როგორ ხდება ეს? ამის დისტანციიდან მსჯელობა ძნელია, მაგრამ შესაძლოა ის ზედმეტად ჩქარობს."

ახალგაზრდა ფეხბურთელი რამდენიმე დღის წინ ვან ბასკეტნმაც გააკრიტია და განაცხადა, რომ პსვ-სთან მატჩში 21 წლის ნიდერლანდელმა რამდენიმე საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა და არასტაბილურად ითამაშა.

სწორედ ბრაიანია ქართველი ფეხბურთელის, გიორგი მიქაუტაძის კონკურენტი აიაქსში და დიდია იმის ალბათობა, რომ ამ კრიტიკის შემდეგ, ამსტერდამული კლუბის ახალმა მწვრთნელმა შანსი სწორედ მიქაუტაძეს მისცეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი