მორიგი წარმატება - მამარდაშვილი ლა ლიგის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა » სპორტის ხაზი

მორიგი წარმატება - მამარდაშვილი ლა ლიგის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

მორიგი წარმატება - მამარდაშვილი ლა ლიგის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
1-11-2023, 22:39
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ვალენსიას მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ესპანეთის ლა ლიგის 2023/24 წლების სეზონის მე-11 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

გასულ უქმეებზე ქართველი მეკარის გუნდი "სან მამესზე" ბილბაოს ატლეტიკს ესტუმრა და ფრედ, 2-2 ითამაშა. პირველი ტაიმის შემდეგ, "ღამურები" მინიმალური ანგარიშით მარცხდებოდნენ, თუმცა მეორე ნახევარში ფრან პერესისა და უგო დუროს გოლებით ვალენსიამ თამაში შემოატრიალა. ბასკებს კი ქულა ალექს ბერენგერმა გადაურჩინა, რომელმაც გიორგი მამარდაშვილს გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მე-7 წუთზე გაუტანა.

მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა მეკარემ ატლეტიკთან ორი გოლი გაუშვა, მან საკუთარი გუნდის გადარჩენა არაერთხელ მოახერხა და რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია. შედეგად, მამარდაშვილს შრომა დაუფასდა და ლა ლიგამ ის მე-11 ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.

აქვე დავძენთ, რომ 11 ტურის შემდეგ, ვალენსიას 15 ქულა აქვს სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილს იკავებს. მომდევნო მატჩს კი ღამურები 5 ნოემბერს გამართავენ და "მესტალიაზე" გრანადას უმასპინძლებენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი