სენსაციური მარცხი - კარლოს ალკარასი პარიზის მასტერს გამოეთიშა » სპორტის ხაზი

სენსაციური მარცხი - კარლოს ალკარასი პარიზის მასტერს გამოეთიშა

სენსაციური მარცხი - კარლოს ალკარასი პარიზის მასტერს გამოეთიშა
1-11-2023, 16:04
Aa Aa
გაზიარება:

პარიზის მასტერსი სენსაციით დაიწყო, მსოფლიოს მეორე ჩოგანმა და უიმბლოდონის წლევანდელმა ჩემპიონმა პარიზის მასტერსზე პირველი რაუნდი ვერ გაიარა.

ესპანელმა ჩოგბურთელმა რომან შაფულინთან ორ სეტში 6:3 6:4 წააგო და პარიზის მასტერსი წელსაც მიუღწეველ ოცნებად დარჩა.

შეხვედრა ალკარასის ბრეიქით დაიწყო თუმცა რუსმა ჩოგბურთელმა კარლოსი პრაქტიკულად გააქრო მისი ჩაწოდება და ფორჰენდი ალკარასისთვის დაუძლეველი აღმოჩნდა.

უნდა აღინიშნოს ალკარასის ფიზიკური მომზადებაც, როფორც თავად განმარტა და თამაშზეც შეეტყო, ეს სეზონი მისთვის დამღლელი აღმოჩნდა და სეზონის ბოლოს მატჩებისთვის ენერგია აღარ შერჩა.

უცნაურია კარლოსის ეს განცხადება, იმის ფონზე, რომ იგი ამერიკის ღია პირველობის შემდეგ ტურნირზე არ ყოფილა, როცა რეიტინგის ათეულის წევრებმა 3-4 ტურნირის თამაში მოასწრეს.

წინ შემაჯამებელი ტურნირია და ვნახოთ იქ როგორ ფორმაში იქნება ალკარას.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი