სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა დაპირისპირება ნიკოლოზ ბასილაშვილსა და იტალიელ ჩოგბურთელ, ლორენცო მუსეტის შორის.
ქართველი სპორტსმენი მუსეტისთან 2 სეტში: 4-6, 2-6 დამარცხდა და პარიზის მასტერსს 1/16 ფინალში გამოეთიშა.
სამწუხაროა ის ფაქტიც, რომ ნიკოლოზმა ბოლო 10 შეხვედრიდან მხოლოდ და მხოლოდ ორი მატჩის მოგება მოახერხა.
აქვე მოგახსენებთ იმასაც, რომ ATP-ს Live რეიტინგში ნიკას 575 ქულა გააჩნია და 95-ე ადგილზე იმყოფება. წლევანდელ კალენდარში წლის შემაჯამებელი ტურნირებიღაა დარჩენილი. შესაბამისად ბასილაშვილს კორტზე მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიხილავთ, თუკი ის ჩელენჯერებზე გამოსვლას გადაწყვეტს.