"ფეინოორდთან" მატჩში არეულობის გამო "აიაქსი" 25000 ევროთი დააჯარიმეს » სპორტის ხაზი

"ფეინოორდთან" მატჩში არეულობის გამო "აიაქსი" 25000 ევროთი დააჯარიმეს

"ფეინოორდთან" მატჩში არეულობის გამო "აიაქსი" 25000 ევროთი დააჯარიმეს
1-11-2023, 15:44
Aa Aa
გაზიარება:

27 სექტემბერს აიაქსმა საკუთარ სტადიონზე ფეინოორდს უმასპინძლა და ანგარიშით 0:4 განადგურდა.

მატჩის მიმდინარეობისას ამსტერდამული კლუბის გულშემატკივრებმა უკმაყოფილება ასაფეთქებლებით და "მაშხალებით" გამოხატეს, რის შემდეგაც მატჩი შეწყდა.

სულ ცოტა ხნის წინ კი ნიდერლანდების ჩემპიონატის წარმომადგენლებმა გადაწყვეტილება მიიღეს და გუნდს ჯარიმის სახით 25000 ევრო დააკისრეს. ამასთან 25 ნოემბერს ვიტესთან მატჩში იოჰან კრუიფ არენას ერთ-ერთი მთავარი ტრიბუნა (Zuid-1) დაიხურება.

შეგახსენებთ, რომ აიაქსი ერედივიზიონში ბოლო ადგილს 5 ქულით იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი