თრეიდი შედგა! - ჯეიმს ჰარდენი კლიპერსის კალათბურთელია » სპორტის ხაზი

თრეიდი შედგა! - ჯეიმს ჰარდენი კლიპერსის კალათბურთელია

თრეიდი შედგა! - ჯეიმს ჰარდენი კლიპერსის კალათბურთელია
31-10-2023, 14:21
Aa Aa
გაზიარება:

2023-2024 წლის სეზონი ხმაურანი გაცვლებით არ დაწყებულა თუმცა, ჯეიმს ჰარდენმა ოფ სეზონამდე ვერ მოითმინა და თრეიდი მოითხოვა.

მიუხედავას იმისა რომ 33 წლის მცველმა სიქსერსთან კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა, როგორც ჩანს, ის მაინც უკმაყოფილო იყო გუნდით და დასავლეთში გადაბარგდა.

ჰარდენთან ერთად "კლიპერს" აგრეთვე ვეტერანი პი ჯეი ტაკერი შეუერთდა რომელიც საკმაოდ სოლიდური დამცველია და კალიფორნიელებს კარგად გამოადგებათ.

რაც შეეხება "ფილადელფიას" მათ ძირითადი შევსება როულ ფლეირებით მიიღეს, რობერტ კონვინგტონი, ნიკოლა ბატუმი, მარკუს მორისი, კენიონ მარტინ ჯუნიორი და დრაფ პიკები- ასეთი შევსება მიიღო "ფილამ".

"კლიპერსმა" ისეთი გუნდი შეკრა რომელსაც რამდენიმე წლის წინ არალეგალურიც შეიძლებოდა გვეწოდებინა, რასელ ვესბრუკი, ჯეიმს ჰარდენი, პოლ ჯორჯი, კავაი ლეონარდი და ივიცა ზუბაჩი- სავარაუდო სასტარტო ხუთეულია.

რაც შეეხება "ფილადელფიას" ამ ტრეიდით მათ სავარაუდოდ სრული ნდობა გამოუცხადეს ტაირის მაქსის.

ვნახოთ, წინ გრძელი სეზონია და შესაძლოა ეს გუნდები სუპერ ფინალშიც გადაიკვეთონ.



ჰარდენთან ერთად "კლიპერსის" შემადგენლობას ასევე შეავსებს პი ჯეი ტაკერი (38 წლის, 196 სმ). განხორციელებული ტრეიდის შედეგად "ფილადელფია" მიიღებს რობერტ კოვინგტონს (32 წლის, 201 სმ), ნიკოლა ბატუმს (34 წლის, 203 სმ), მარკუს მორისს (34 წლის, 203 სმ), კენიონ მარტინ უმცროსს (22 წლის, 201 სმ) და ასევე დრაფტ-კომპენსაციას.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი