რატომ შეაჩერა არჩევანი ლაურენტისმა გარსიაზე? - Tuttonapoli-ს საინტერესო სტატია » სპორტის ხაზი

რატომ შეაჩერა არჩევანი ლაურენტისმა გარსიაზე? - Tuttonapoli-ს საინტერესო სტატია

რატომ შეაჩერა არჩევანი ლაურენტისმა გარსიაზე? - Tuttonapoli-ს საინტერესო სტატია
28-10-2023, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლის ახალი მწვრთნელის მუშაობით უკმაყოფილო ადამიანების რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა. მთავარი მიზეზი კი პარტენოპეის არადამაჯერებელი გამოსვლაა, როგორც სერია A-ში, ისევე ჩემპიონთა ლიგაზე.

სკუდეტოს გამარჯვებული ახლა იტალიის ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე 17 ქულით იმყოფება და ცხრილის ლიდერს (ინტერს) 5 ქულით ჩამორჩება.

ჩემპიონთა ლიგაზე კი სიტუაცია ბევრად უფრო დალაგებულია, თუმცა ეს ძირითადად მარტივ ჯგუფში მოხვედრის დამსახურებაა - აძურა 6 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება და მადრიდის რეალს 9 ქულით ჩამორჩება.

დაახლოებით ერთი კვირის წინ იყო საუბრები იმის შესახებ, რომ ნაპოლის პრეზიდენტი, დე ლაურენტისი ანტონიო კონტეს შეხვდა, თუმცა როგორც შემდეგ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, იტალიელს შუა სეზონში გუნდის ჩაბარება არ სურს და ურჩევნია ახალ სეზონს დაელოდოს.

ამის ფონზე კი Tuttonapoli-ი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს და ხსნის, თუ რატომ დანიშნა ლაურენტისმა რუდი გარსია გუნდი მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

"მთავარი ფაქტორი გარსიას დანიშვნისა იყო მისი მიღწევები ევროპულ ტურნირებზე. ყველას გვახსოვს ევროპა ლიგის ფინალი მარსელთან ერთად და მთავარი, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი ჩემპიონთა ლიგაზე, რაც ნამდვილად სენსაცია გახლდათ. ევროპულ ტურნირებზე დამაჯერებელი გამოსვლა იყო მთავარი ფაქტორი რის გამოც ფრანგი ნაპოლის მთავარ მწვრთნელად აირჩიეს."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი