შენგელიას მორიგი MVP - თორნიკე ბრწყინვალე ფორმაშია » სპორტის ხაზი

შენგელიას მორიგი MVP - თორნიკე ბრწყინვალე ფორმაშია

შენგელიას მორიგი MVP - თორნიკე ბრწყინვალე ფორმაშია
28-10-2023, 14:14
Aa Aa
გაზიარება:

თორნიკე შენგელია მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ გამოიყურება.

გასულ ტურში იტალიის ჩემპიონატის მატჩის საუკეთესო კალათბურთელის წოდების შემდეგ მან MVP-ს ჯილდო ევროლიგაშიც დაიმსახურა, ვირტუს ბოლონიამ კი ზედიზედ მეოთხედ მოიგო.

შენგელიას ანგარიშზე 34 წუთში 18 ქულა, 5 მოხსნა, 4 ასისტი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება იყო, ამ შედეგით კი თორნიკე ლიონის წინააღმდეგ შეხვედრის MVP-დ დასახელდა.

ევროლიგის 5 შეხვედრაში ბოლონიას 4 მოგება აქვს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.