ევროლიგის მესამე ტურში "ვირტუს ბოლონია" "ალბა ბერლინს" დაუპირისპირდა და 86:76 სძლია.
იტალიური გუნდის ქართველი ლეგიონერი თორნიკე შენგელია ორივე გუნდის შემადგენლობაში გამორჩეული იყო - თოკოს ანგარიშზე არასრულ 28 წუთში 26 ქულა, 4 მოხსნა და 3 ასისტი იყო, ამ შედეგით კი მან მატჩის MVP-ც დაიმსახურა.
შენგელიამ 26 ქულის მოგროვება საკმაოდ ეფექტურადაც შეძლო - 8-დან 7 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 7 საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა.
იტალიურ გუნდს 2 მოგება და 1 წაგება აქვს, ამ შედეგით ისინი მეოთხე პოზიციას იკავებენ.