თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონიამ ბანკო დი სარდინია დამაჯერებლად, 80:66 დაამარცხა, ხოლო ქართველი მძიმე ფორვარდი პარკეტზე გამორჩეული იყო.
შენგელიას ანგარიშზე 30 წუთში 10 ქულა, 12 მოხსნა და 9 ასისტი იყო - როგორც ხედავთ, მას სამმაგ დუბლამდე სულ რაღაც 1 ასისტი დააკლდა.
გასაკვირი არაა, რომ ამ სტატისტიკის ფონზე შენგელია ტურის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს. გამოკითხვაში შენგელიამ 55% მიიღო და კონკურეტს საგრძნობლად აჯობა.
ვირტუს ბოლონიას იტალიის ჩემპიონატში 4-დან 4 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილის სათავეშია.