რუსეთის ეროვნული ნაკრები უკრაინაში შეჭრის შემდეგ ფიფასგან და უეფასგან დისკვალიფიცირებულია, ხოლო რუსეთის ფეხბურთის ფედერაციას მეტოქეების გამოსანახად დიდი ძალისხმევა სჭირდებათ.
როგორც ირკვევა, რუსეთის ფეხბურთის კავშირი მოლაპარაკებებს მართავს ზანზიბარის ეროვნულ ნაკრებთან სათამაშოდ, თუმცა საინტერესო ისაა, რომ ეს უკანასკნელი ფიფას წევრიც კი არაა.
საქმე ისაა, რომ ზანზიბარი ტანზანიის ავტონომიაა. მხარეებს შორის მოლაპარაკებები წარმატებულად მიმდინარეობს და შეიძლება შეხვედრა 2024 წელს რუსეთში ჩატარდეს.
თავის მხრივ, რუსები მოლაპარაკებებს თავად ტანზანიასთანაც აწარმოებენ.