ბორის ბეკერი ჰოლგე რუნეს გაწვრთნის » სპორტის ხაზი

ბორის ბეკერი ჰოლგე რუნეს გაწვრთნის

ბორის ბეკერი ჰოლგე რუნეს გაწვრთნის
19-10-2023, 18:11
Aa Aa
გაზიარება:

55 წლის ბორის ბეკერმა Eurosport ისთვის მიცემულ პოდკასტში დაადასტურა, რომ დანიელი ამომავალი ვარსკვლავის მწვრთნელი გახდება.

ბოლო დროს ჰოლგერ რუნე სტაგნაციას განიცდის, უკანასკნელ 12 შეხვედრაში მან მხოლოდ ერთი გამარჯვება მოიპოვა და უკვე ორი მწვრთნელი დაითხოვა.

ვეტერანმა გერმანელმა დაადასტურა, რომ ჰოლგერს უკვე დიდი ხანია სურდა მასთან მუშაობა და მხარეები ყველაფერზე შეთანხმდნენ.

შეგახსენებთ რომ ბორის ბეკერი ერთ დროს ნოვაკ ჯოკოვიჩის მწვრთნელიც იყო, რომელმაც მისი მითითებებით 6 დიდი სლემი მოიგო, ახლა კი ის მსოფლიოს მეექვსე ჩოგანთან და ახალი თაობის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშესთან ითანამშრომლებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი