მაკკენის ექაუნთი დაჰაკეს და მანჩესტერის ქომაგები დატროლეს » სპორტის ხაზი

მაკკენის ექაუნთი დაჰაკეს და მანჩესტერის ქომაგები დატროლეს

მაკკენის ექაუნთი დაჰაკეს და მანჩესტერის ქომაგები დატროლეს
3-05-2024, 20:14
Aa Aa
გაზიარება:

დღეს "იუვენტუსის" ნახევარმცველი ვესტონ მაკკენის თავს კურიოზული ფაქტი გადახდა.

უეცრად მისი სოციალური ქსელი დაჰაკეს, პროფილის ფოტო შეუცვალეს, სადაც იგი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორმაში იყო და ზედ წარწერა დაურთეს "მე აქ ვარ".

ამერიკელმა ფეხბურთელმა პროფილის ფოტო მალევე შეცვალა და კვლავ "იუვენტუსის" მაისურში გამოწყობილი სურათი ატვირთა.

გარდა ამისა, კომენტარებში აღიარა, რომ მისი ექაუნთი გატეხეს და პროფილის ფოტო მას არ შეუცვლია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი