ნეიმარის ტრავმის სიმძიმე ცნობილია-შესაძლოა მისი ბოლო მატჩი ვიხილეთ » სპორტის ხაზი

ნეიმარის ტრავმის სიმძიმე ცნობილია-შესაძლოა მისი ბოლო მატჩი ვიხილეთ

ნეიმარის ტრავმის სიმძიმე ცნობილია-შესაძლოა მისი ბოლო მატჩი ვიხილეთ
19-10-2023, 00:30
Aa Aa
გაზიარება:

სამხრეთ ამერიკაში, ოქტომბრის სანაკრებო პაუზის ბოლო დღეს, ბრაზილია ურუგვაის დაუპირისპირდა.

ურუგვაელებმა საშინაო კედლებში ბრაზილია დამაჯერებელი ანგარიშით, 2-0 დაამარცხეს.

აღნიშნულ შეხვედრაში ბრაზილიელი ვარკსვლავი ნეიმარ ჯუნიორი საკაცით გაიყვანეს, ბრაზილიელმა მოედანი საკუთარი ფეხითაც ვერ დატოვა და აშკარა იყო, რომ სერიოზულ ტრავმას ეხებოდა საქმე.

ბრაზილიური მედიის ცნობით "ალ ჰილალის" ფეხბურთელმა ჯვარედინი და მენინსკი ერთ დროულად გაიწყვიტა, რაც შესაძლოა მისი კარიერისთვის ფატალური აღმოჩნდეს.

ნეიმარი სულ ცოტა ხნის წინ გახდა ბრაზილიის ბომბარდირი და ამ ზაფხულს გამოიცვალა კლუბი, თუმცა, როგორც ჩანს, მისი კარიერა დასასრულს მიუახლოვდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი