VIDEO: ოსიმენმა საკუთარი და პოლიციას დააჭერინა - "ნაპოლიში" უსიამოვნო ამბებს ბოლო არ უჩანს » სპორტის ხაზი

VIDEO: ოსიმენმა საკუთარი და პოლიციას დააჭერინა - "ნაპოლიში" უსიამოვნო ამბებს ბოლო არ უჩანს

VIDEO: ოსიმენმა საკუთარი და პოლიციას დააჭერინა - "ნაპოლიში" უსიამოვნო ამბებს ბოლო არ უჩანს
15-10-2023, 02:39
Aa Aa
გაზიარება:

როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოებიდან ირკვევა, "ნაპოლის" თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა საკუთარი და, ესთერი სამართალდამცავ ორგანოებს დააკავებინა. ნიგერიაში ესთერის დაკავების ვიდეო მისმა მეუღლემ ოსიტა ოკოლომ "ტვიტერით" გაავრცელა.

როგორც ირკვევა, ესთერი ვიქტორის "ლილიდან" "ნაპოლიში" განხორციელებულ ტრანსფერში მონაწილეობდა და ფულის გამო უთანხმოება ჰქონდათ. სხვადასხვა იტალიური მედიის ცნობით, დას ძმისგან 470 ათასი ევრო უნდა მიეღო.

"ვიქტორ ოსიმენმა სახელმწიფო სამსახურის დეპარტამენტის თანამშრომლები მისი დის (ჩემი მეუღლის) დასაკავებლად გამოგზავნა - საქმის გამო, რომელიც ჩვენს შორის ჯერ კიდევ სასამართლოშია"
- წერს ოსიმენის დის მეუღლე ოსიტა ოკოლო.

ოსიმენი "ნაპოლიმ" "ლილისგან" 2020 წლის 30 ივლისს კლუბისთვის სარეკორდო თანხად, 70 მილიონ ევროდ (პლუს 10 მილიონი ბონუსების სახით შეიძინა) და ეს აფრიკული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერი გახდა. ვარაუდობდნენ, რომ თანხა ხელოვნურად გაზრდილი იყო და თაღლითობას ჰქონდა ადგილი. აღნიშნული საკითხით რომის პროკურატურა გასულ წელს დაინტერესდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.