13 თვიანი პაუზის შემდეგ - მამარდაშვილი იმ სტადიონზე დაბრუნდება, სადაც კოშმარი დაიწყო » სპორტის ხაზი

13 თვიანი პაუზის შემდეგ - მამარდაშვილი იმ სტადიონზე დაბრუნდება, სადაც კოშმარი დაიწყო

13 თვიანი პაუზის შემდეგ - მამარდაშვილი იმ სტადიონზე დაბრუნდება, სადაც კოშმარი დაიწყო
18-10-2022, 18:00
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, ლა ლიგის მე-10 ტურის შეხვედრაში, გიორგი მამარდაშვილის ვალენსია სტუმრად სევილიას დაუპირისპირდება.

შეხვედრა ესტადიო რამონ სანჩეს პიხუანის სტადიონზე გაიმართება, სადაც გასულ წელს მამარდაშვილმა ჩაგდებული მატჩის შემდეგ, ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა.

ადგილობრივი გამოცემა MARCA მამარდაშვილზე წერს და იმ შეხვედრის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს იხსენებს:

"მამარდაშვილი 13-თვიანი პაუზის შემდეგ, იმ სტადიონზე დაბრუნდება, სადაც კოშმარული საღამო ჰქონდა. მაშინდელმა მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა განაცხადა, რომ გუნდმა სასაცილო გოლი გაუშვა - ცხადია, მას გიორგის სახელი საჯაროდ არ გაუჟღერებია, თუმცა აშკარა იყო, რომ ქართველი მეკარის თამაშით უკმაყოფილო იყო. იმ შეხვედრაში ვალენსიამ 22 წუთში 3 გოლი გაუშვა და მამარდაშვილს სამივე ეპიზოდში უკეთ თამაში მართებდა.

ამ მატჩის შემდეგ, ქართველმა მეკარემ ძირითად შემადგენობაში ადგილი დაკარგა, თუმცა სამი თვის შემდეგ, ვალენსიამ მამარდაშვილის გამოსყიდვის გადაწყვეტილება მაინც მიიღო, რაც, როგორც უკვე გამოჩნდა სწორი გადაწყვეტილება გამოდგა.

ამის შემდეგ, ბორდალასმა მამარდაშვილი სასტარტო შემადგენლობაში დააყენა და თასის ფინალშიც მისცა თავის გამოჩენის საშუალება. ამ ეტაპზე, მამარდაშვილი ვალენსიას ნომერ პირველი მეკარეა. სექტემბერში კი მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონამდე გაიზრდება
", - წერს ესპანური გამოცემა.

ცნობისთვის, სევილიასა და ვალენსიას შორის გასამართი შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი