"ლოპეტეგი ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" დაინიშნება? - მედიაში ახალი ინფორმაციები ვრცელდება » სპორტის ხაზი

"ლოპეტეგი ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" დაინიშნება? - მედიაში ახალი ინფორმაციები ვრცელდება

"ლოპეტეგი ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" დაინიშნება? - მედიაში ახალი ინფორმაციები ვრცელდება
12-10-2023, 16:55
Aa Aa
გაზიარება:

ესპანელი სპეციალისტი ხულიენ ლოპეტეგი მზადაა "ნაპოლის" ჩაუდგეს სათავეში, თუ რუდი გარსიას გუნდიდან გაუშვებენ.

ესპანელმა სპეციალისტმა ნეაპოლელთა ხელმძღვანელობას საკუთარი თავი უკვე შესთავაზა.

ჯერჯერობით უცნობია რა აზრისაა ამაზე კლუბის პრეზიდენტი დე ლაურენტისი, თუმცა კონტესთან წარუმატებლად დასრულებული მოლაპარაკებების შემდეგ, კიდევ ერთხელ გაჩნდა შანსი, რომ იტალიურ კლუბში მორიგი გამოცდილი კანდიდატი ვიხილოთ.

ცნობისთვის, ლოპეტეგის ბოლო გუნდი პრემიერლიგური "ვულვზი" იყო, რომელიც აგვისტოს თვეში დატოვა. სხვადასხვა დროს კი "რეალში", "სევილიაში", ესპანეთის ნაკრებსა და "პორტუში" უმუშავია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.