გუშინ ინგლისის FA თასზე “ლივერპულმა” “ვულვზი” მიიღო. მატჩი ფრედ 2-2 დასრულდა. “მერსისაიდელებმა” პირველი გოლი 26-ე წუთზე გაუშვეს. ბრაზილიელმა მეკარემ, ალისონმა საშინელი შეცდომა დაუშვა, ბურთი გონსალო გედეშს მიუგორა და მანაც გოლი გაიტანა.