ოსიმენი: "ბავშვობაში გაზეთებს ვყიდდი რომ ოჯახს დავხმარებოდი" » სპორტის ხაზი

ოსიმენი: "ბავშვობაში გაზეთებს ვყიდდი რომ ოჯახს დავხმარებოდი"

ოსიმენი: "ბავშვობაში გაზეთებს ვყიდდი რომ ოჯახს დავხმარებოდი"
12-10-2023, 15:17
Aa Aa
გაზიარება:

აფრიკელი ფეხბურთელების დიდმა ნაწილმა ძალიან მძიმე ბავშვობა გაიარა, მათ შორის კი ვიქტორ ოსიმენიც იყო.

ამ საკითხთან დაკავშირებით ნიგერიელმა ფეხბურთელმა იტალიურ მედიასთან კომენტარიც გააკეთა:

"ფეხბურთელობაზე ფიქრი მხოლოდ ქუჩაში ყოფნისას შემეძლო. ჩემი ოჯახი ძალიან მძიმე მატერიალურ პირობებში იყო, ხოლო მათ რომ დავხმარებოდი წყალსა და გაზეთებს ვყიდდი. იყო შემთხვევები, როდესაც სახლში ელექტროენერგია არ გვქონდა.

წაგებას ბავშვობიდანვე ვერ ვიტანდი. ერთხელ სკოლაში თამაშისას 3:3 იყო, ხოლო ჩვენი გუნდიდან სამივე გოლი მე მქონდა გატანილი. ბოლო წუტზე პენალტი გაგვიტანეს და წავაგეთ, მე კი ისე ავნერვიულდი, რომ ტირილი დავიწყე. წაგებას ახლაც ვერ ვიტან, ხანდახან ამის გამო ღამე დაძინებაც მიჭირს",
- განაცხადა ვიქტორმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.