კულიბალი: "რუდი გარსიას დრო უნდა მისცენ" » სპორტის ხაზი

კულიბალი: "რუდი გარსიას დრო უნდა მისცენ"

კულიბალი: "რუდი გარსიას დრო უნდა მისცენ"
12-10-2023, 10:30
Aa Aa
გაზიარება:

რუდი გარსიას გათავისუფლებაზე სულ უფრო და უფრო აქტიურად იწერება. ბოლო ინფორმაციით, აურელიო დი ლაურენტისმა გარსიას 3-მატჩიანი გამოსაცდელი ვადა მისცა.

"ნაპოლის" ყოფილი მცველი კალიდუ კულიბალი თვლის, რომ "ნაპოლიმ" ფრანგ სპეციალისტს მეტი დრო უნდა მისცეს:

"გარსია ბრწყინვალე მწვრთნელია, მას უბრალოდ დრო სჭირდება ადაპტაციისთვის, როგორც ბევრ სხვა მწვრთნელს. ფეხბურთელები მას გვერდში უდგანან - ამაზე რამდენიმე მათგანს ვესაუბრე. მათ მუშაობა მშვიდ გარემოში უნდა განაგრძონ და სიტუაცია დასტაბილურდება.

იმედია, ნეაპოლელები არ იჩქარებენ და გარსიას დრო მისცემენ, თუმცა რაც შეეხება ანტონიო კონტეს, მასაც კარგად ვიცნობ და შემიძლია ვთქვა, რომ მაღალი დონის სპეციალისტია."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.