კონტე: "ამ მომენტში მხოლოდ ეს სურვილი მაქვს" » სპორტის ხაზი

კონტე: "ამ მომენტში მხოლოდ ეს სურვილი მაქვს"

კონტე: "ამ მომენტში მხოლოდ ეს სურვილი მაქვს"
12-10-2023, 10:00
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო დღეებში აქტიურად იწერება იმაზე, რომ "ნაპოლი" რუდი გარსიას გაათავისუფლებს, მისი შეცვლის მთავარ კანდიდატად კი ანტონიო კონტე სახელდება.

ამ წუთისთვის იტალიელი სპეციალისტი ვაკანტურია, თუმცა როგორც კონტე ამბობს, ის ამჟამად ოჯახზეა კონცენტრირებული:

"ბოლო დღეებში არაერთი ჭორი გავიგე, რომელიც ძალიან დიდ გუნდებთან მაკავშირებს, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ამ წუთისთვის მხოლოდ 1 ინტერესი მაქვს და ეს ჩემს ოჯახთან დიდი დროის გატარებაა", - წერს კონტე ინსტაგრამზე.

ცნობისთვის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კონტესა და "ნაპოლის" შორის დღეს პირდაპირი საუბარი შედგა, ხოლო ანტონიო ამ ეტაპზე მოცდას და სიტუაციის დაკვირვებას ამჯობინებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.