"ყველაფერი შეიძლება მოხდეს" - კონტეს "ნაპოლის" მწვრთნელობაზე ჰკითხეს » სპორტის ხაზი

"ყველაფერი შეიძლება მოხდეს" - კონტეს "ნაპოლის" მწვრთნელობაზე ჰკითხეს

"ყველაფერი შეიძლება მოხდეს" - კონტეს "ნაპოლის" მწვრთნელობაზე ჰკითხეს
11-10-2023, 16:49
Aa Aa
გაზიარება:

იტალიურ მედიაში ბოლოდროს ძალზედ აქტუალური საკითხი ნაპოლი და ახალი მწვრთნელის ვინაობაა. დიდია იმის ალბათობა, რომ რუდი გარსიამ მთავარი მწვრთნელის პოსტი ძალიან მალე დატოვოს, თუმცა ისმის მთავარი კითხვა - ვინ შეცვლის ფრანგ სპეციალისტს?

იტალიურ წყაროებს თუ დავეყრდნობით "აძურას" ნომერ პირველი კანდიდატი ანტონიო კონტეა, რომელიც ბოლოს ტოტენჰემს წვრთნიდა და დიდი ხანია უმუშევარია.

გადაიკვეთება თუ არა მომავალში იტალიელისა და ნაპოლის გზები, ამის დადგენას ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იუვენტუსის წვეულებაზე, რომელიც ანიელების ოჯახის მისვლის 100 წლისთავს მიეძღვნა და მასთან გასაუბრება სცადა, მაგრამ იტალიელი სპეციალისტისგან კონკრეტული პასუხი ვერ მიიღო.

"მკაფიო არჩევანი გავაკეთე, როდესაც ტოტენჰემი დავტოვე. ახლა დასვენების და ოჯახთან ყოფნის დრო გამიჩნდა​, მაგრამ კარგად ვიცით, რომ ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. ჩვენ ყოველთვის უნდა გამოვავლინოთ პატივისცემა და კულტურა, მოდით, ამ საღამოზე გავერთოთ.

ამის შემდეგ კონტემ საუბარი შეწყვიტა და თემა აღარ განავრცო, სხვაგვარად რეაგირება არც შეეძლო, ეს იქნებოდა უპატივცემულობა როგორც მისი კოლეგის, რუდი გარსიას მიმართ, ასევე იმ კონტექსტში, რომ ეს წვეულება იუვენტუსის პატივსაცემად იმართებოდა.
" - წერს Areanapoli-ი.

შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტე იუვენტუსს, ჩელსის, ინტერს და ტოტენჰემს წვრთნიდა, 2014-2016 წლებში კი იტალიის ნაკრებს ედგა სათავეში. მისი ხელმძღვანელობით იუვენტუსი და ინტერი იტალიის ჩემპიონები და სუპერთასის გამარჯვებულები გახდნენ, ჩელსიმ კი ინგლისის პრემიერლიგა და თასი მოიგო.

კონტე ოთხჯერ – იტალიის, ერთხელ კი ინგლისის წლის საუკეთესო მწვრთნელი გახდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.