"აიაქსი" ისევ დამარცხდა - მიქაუტაძემ გუნდში ყველაზე დაბალი შეფასება დაიმსახურა » სპორტის ხაზი

"აიაქსი" ისევ დამარცხდა - მიქაუტაძემ გუნდში ყველაზე დაბალი შეფასება დაიმსახურა

"აიაქსი" ისევ დამარცხდა - მიქაუტაძემ გუნდში ყველაზე დაბალი შეფასება დაიმსახურა
8-10-2023, 19:20
Aa Aa
გაზიარება:

ერედივიზიონის მე-8 ტურში გიორგი მიქაუტაძის აიაქსმა სახლში ალკმაარი მიიღო და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

შეხვედრის 41-ე წუთზე მატჩში ქართველი ფორვარდი ჩაერთო, რომელმაც ტრამვირებული თანაგუნდელი შეცვალა.

პირველი ტაიმის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე კი მაიკელ ლაჰლოს ასისტით ვანგელის პავლიდისმა გაიტანა და ალკმაარი წინ გაიყვანა. მეორე ტაიმში სტუმრებმა კიდევ ერთი სახიფათო მომენტი შექმნეს და 57-ე წუთზე დანი დე ვილტმა სხვაობა ორ ბურთამზე გაზარდა.

აიაქსი გაშვებული გოლის შემდეგ გააქტიურდა და 73-ე წუთზე ვან დენ ბოომენმა ერთი ბურთი გაქვითა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

90 წუთის ამოწურვის შემდეგ SofaScore-მა ფეხბურთელები ჩატარებული მატჩის მიხედვით შეაფასა - მიქაუტაძემ გუნდში ყველაზე დაბალი 6.3 ქულა დაიმსახურა.

ამ წუთისთვის სტაინის მორის გუნდი ერედივიზიონში მე-16 ადგილზეა. აიაქსი მომდევნო შეხვედრას 22 ოქტომბერს უტრეხტის წინააღმდეგ გამართავს.

"აიაქსი" ისევ დამარცხდა - მიქაუტაძემ გუნდში ყველაზე დაბალი შეფასება დაიმსახურა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი