"ეს ყველაფერი მარტივი არ ყოფილა" - იტალიური პრესა საზონოვზე წერს » სპორტის ხაზი

"ეს ყველაფერი მარტივი არ ყოფილა" - იტალიური პრესა საზონოვზე წერს

"ეს ყველაფერი მარტივი არ ყოფილა" - იტალიური პრესა საზონოვზე წერს
28-09-2023, 19:00
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის სერია ა-ს მიმდინარე სეზონის მე-6 ტურის მატჩში, ერთმანეთს "ტორინო" და "ლაციო" დაუპირისპირდნენ. აღნიშნულ მატჩში შედგა საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველის, საბა საზონოვის დებიუტი ტორიონოელთა რიგებში. ჩვენებური თამაშში მატჩის 27-ე წუთზე გამოჩნდა, როცა "ტორინოს" მცველ ალესანდრო ბონჯორნოს მოედნის დატოვება ტრავმის გამო მოუხდა.

საზონოვის კლუბი მცველების სიმცირეს განიცდის, ასე რომ, არაა გამორიცხული საბას თამაში მომდევნო მატჩებშიც ვიხილოთ.

" "ტორინომ" დედაქალაქში "ლაციოსთან" წააგო. გუნდს რამდენიმე დღეში "ვერონასთან" დაპირისპირება ელოდება. იურიჩის გუნდს დაშვებული შეცდომების გაანალიზება მოუწევს. "ლაციოსთან" მატჩში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა ქართველი საბა საზონოვის დებიუტი, რომელმაც მატჩის 26-ე წუთზე ტრავმირებული ბონჯორნო, შეცვალა და მოედანზე შევიდა. ეს ყველაფერი მარტივი არ ყოფილა, რადგან ეს ყოველივე ძალიან სწრაფად, გაუაზრებლად მოხდა, მან გახურებაც კი ვერ მოახერხა. და დაუპირისპირდა სერია A-ს ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ თავდამსხმელ ჩირო იმობილეს.

მიუხედავად ამისა, საზონოვმა ჩაატარა ისეთი თამაში, რომელიც ყოველგვარი ეჭვის გარეშე, ნამდვილად არ იმსახურებს ცუდ შეფასებას და დადებით განცდებს გვიტოვებს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ იმობილეს წინააღმდეგ უჭირდა. მე-15 ნომერს კვლავ მოუწევს იმ ხასიათით ასპარეზობა, რაც მან აჩვენა გასულ მატჩში, თუნდაც იცოდეს, რომ ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა და ბევრი მუშაობა მოუწევს. - წერს იტალიური პრესა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი