"ვადასტურებთ, რომ არ მივიღებთ არცერთ ტურნირში მონაწილეობას" - უეფას ბოიკოტს უცხადებენ » სპორტის ხაზი

"ვადასტურებთ, რომ არ მივიღებთ არცერთ ტურნირში მონაწილეობას" - უეფას ბოიკოტს უცხადებენ

"ვადასტურებთ, რომ არ მივიღებთ არცერთ ტურნირში მონაწილეობას" - უეფას ბოიკოტს უცხადებენ
27-09-2023, 17:41
Aa Aa
გაზიარება:

უკრაინის ფეხბურთის ასოციაცია უეფას გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრებები, განსხვავებით უფროსებისგან, ორგანიზაციის ეგიდით გამართულ საერთაშორისო ტურნირებში დაშვებულები იქნებიან.

უეფამ რუსეთის 17-წლამდელთა გუნდები საერთაშორისო ასპარეზზე ნეიტრალური სტატუსით, ქვეყნის დროშის, ჰიმნისა და ეროვნული ფორმის გარეშე უკვე მიმდინარე სეზონში დაუშვა. მატჩები რუსეთში არ ჩატარდება. ჩეფერინიმ განაცხადა, რომ რუსულ ნაკრებებსა და კლუბებზე ბანი უკრაინაში ომის დასრულებამდე შენარჩუნებდა.

ამისდა მიუხედავად, უკრაინელები აცხადებენ, რომ არ იასპარეზებენ იმ ტურნირებში, სადაც რუსებით დაკომპლექტებული გუნდები იქნებიან დაშვებულნი.

"მსგავსი გადაწყვეტილებები, რომლებიც რუსეთის გუნდების შეჯიბრებებში თანდათანობით დაბრუნებას შეეხება და მიიღება იმ სამხედრო მოქმედებების ფონზე, რომელსაც რუსეთის ფედერაცია უკრაინის წინააღმდეგ ატარებს, უსაფუძვლო და ტოლერანტულია რუსული აგრესიული პოლიტიკის მამართ.

უკრაინის ფეხბურთის ასოციაცია გამოდის მოწოდებით, შენარჩუნდეს უეფასა და ფიფას უწინდელი გადაწყვეტილებები, ამ ორგანიზაციების ეგიდით გამართულ საერთაშორისო შეჯიბრებებში რუსული გუნდების არდაშვებასთან დაკავშირებით.


ვადასტურებთ, რომ არ მივიღებთ არცერთ ტურნირში მონაწილეობას, სადაც რუსეთის გუნდები იქნებიან დაშვებულნი და მივმართავთ თხოვნით უეფას სხვა წევრ ასოციაციებსაც, ბოიკოტი გამოუცხადონ იმ მატჩებს, რომლებშიც რუსეთის დაშვებულ გუნდებთან შეხვედრა შეიძლება მოუხდეთ" - ნათქვამია უკრაინელთა განცხადებაში.

უეფას აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სწრაფად იმოქმედეს ინგლისელებმა, მათ განაცხადეს, რომ ძველ პოზიციაზე რჩებიან და კვლავაც გააგრძელებს რუსეთის გუნდების მონაწილეობით მატჩების ბოიკოტირებას.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი