"ორჯერ არ გავიმეორებ" - გარსიას კომენტარი ოსიმენის რეაქციაზე » სპორტის ხაზი

"ორჯერ არ გავიმეორებ" - გარსიას კომენტარი ოსიმენის რეაქციაზე

"ორჯერ არ გავიმეორებ" - გარსიას კომენტარი ოსიმენის რეაქციაზე
24-09-2023, 23:25
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის სერია A-ს მეხუთე ტურში "ნაპოლი" გასვლაზე "ბოლონიას" დაუპირისპირდა. მატჩი უგოლო ფრით დასრულდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ თამაშის მიწურულს კვარაცხელიას აქტიურობის შემდეგ პენალტი დაინიშნა, მაგრამ ოსიმენმა შანსი ვერ გამოიყენა.

86-ე წუთზე ნაპოლის ფრანგმა თავკაცმა, რუდი გარსიამ ნიგერიელი ფორვარდი ჯოვანი სიმეონეთი ჩაანაცვლა, რასაც ოსიმენის უკმაყოფილება მოჰყვა, ვიქტორმა თავისი საყვარელი ნიღაბი გაბრაზებულმმა მოიხსნა და გარსიას ფრანგულადაც მიმართა.

აღნიშნულის შესახებ მატჩის შემდგომ რუდი გარსიამ ისაუბრა.

"მსგავსი ფაქტის შესახებ მე უკვე ერთხელ დავაფიქსირე აზრი და მეორედ გამეორებას აღარ ვაპირებ. როდესაც ვინმეს ასეთი რეაქცია აქვს, ეს მიანიშნებს, რომ ის გახარებული არ არის, მაგრამ მე მყავს გუნდი, მყავს შემადგენლობა, რომელიც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენო." - განაცხადა გარსიამ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი