რუდი გარსია: "კვარაცხელიას ვესაუბრე და ეს ვურჩიე" » სპორტის ხაზი

რუდი გარსია: "კვარაცხელიას ვესაუბრე და ეს ვურჩიე"

რუდი გარსია: "კვარაცხელიას ვესაუბრე და ეს ვურჩიე"
20-09-2023, 14:05
Aa Aa
გაზიარება:

ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის პირველ მატჩში "ნაპოლის" მეტოქე "ბრაგა" იქნება.

მატჩის წინ რუდი გარსიამ მედიასთან ისაუბრა და "ჯენოასთან" მატჩის ინცინდენტსაც შეეხო, როდესაც ხვიჩა კვარაცხელიამ შეცვლის შემდეგ აშკარა უკმაყოფილება გამოხატა მწვრთნელის გადაწყვეტილების მიმართ.

ფრანგმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ქართველ ფეხბურთელთან ისაუბრა და ყველაფერი რიგზეა:

"მთელი შემადგენლობა მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ის 11 ფეხბურთელი, რომელიც თამაშს დაიწყებს. ვიქტორ ოსიმენმა სეზონი კარგად დაიწყო და 2 თამაშში 3 გოლი გაიტანა, რის შემდეგაც, ჯერჯერობით, უგოლოდაა, თუმცა იმედია, დღეს გაიტანს. რაც შეეხება კვარაცხელიას, მას მცირე ტრავმამ მოსამზადებელ ეტაპზე ხელი შეუშალა, რის გამოც სეზონი ისე ვერ დაიწყო, როგორც თავად ისურვებდა.

ქართველთან საუბარი მქონდა და ვურჩიე, რომ სიმშვიდე შეინარჩუნოს. მას ერთი სული აქვს, როდის იქნება გადამწყვეტი ფეხბურთელი გუნდისთვის, რადგან დიდი ხანია, რაც გოლი არ გაუტანია, მაგრამ ამაზე ფიქრით არ უნდა შეწუხდეს და თამაშით სიამოვნება მიიღოს. ის დიდი ფეხბურთელია. ჩემპიონთა ლიგური საღამოები მსოფლიო დონის ფეხბურთელებისთვისაა, ხოლო კვარა სწორედ ერთ-ერთი მათგანია",
- განაცხადა ფრანგმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი