"იგი მეექვსე არჩევანი იყო, სრული აბსურდია" - იტალიელი ჟურნალისტი » სპორტის ხაზი

"იგი მეექვსე არჩევანი იყო, სრული აბსურდია" - იტალიელი ჟურნალისტი

"იგი მეექვსე არჩევანი იყო, სრული აბსურდია" - იტალიელი ჟურნალისტი
17-09-2023, 14:52
Aa Aa
გაზიარება:

იტალიელი ჟურნალისტი პაოლო ბარგიჯა "ნაპოლის" გასულ მატჩს გამოეხმაურა და გუნდი გააკრიტიკა.

"სეზონის დასაწყისიდანვე ვამბობ, რომ ეს "ნაპოლი" შარშანდელს არაფრით ჰგავს. გუნდს სათავეში ჩაუდგა მწვრთნელი, რომელიც მეხუთე ან მეექვსე არჩევანი იყო. კიმ მინ-ჯესა და ნტანგი ნდომბელეს სრულფასოვანი შეცვლა ვერ მოხერხდა. გარსიას კვარასადმი გადაწყვეტილებები სრული აბსურდია! მე ყოველთვის ვსაუბრობ შედეგის შემდეგ და არა წინასწარ" - განაცხადა იტალიელმა.

შეგახსენებთ, გუშინ "ჯენოას" წინააღმდეგ "პარტენოპეის" ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 89 წუთი გაატარა, რუდი გარსიამ შემტევი ალესიო ძერბინით შეცვალა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი