იტალიის სერია ა-ს მე-4 ტურის შეხვედრაში ნაპოლი გასვლაზე ჯენოას დაუპირისპირდა და ფრედ 2:2 ითამაშა.
ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 89 წუთი გაატარა, შეხვედრის მიწურულს კი ქართველი შემტევი ალესიო ზერბინიმ შეცვალა.
Whoscored.com-ის ვერსიით, კვარაცხელიამ საკუთარ გუნდში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება (7.2) ქულა დაიმსახურა.
რაც შეეხება ყველაზე მაღალ შეფასებას (7.5) ის პიოტრ ჟიელინსკიმ დაიმსაუხრა - გაეცანით თითოეული მოთამაშის სარეიტინგო ქულას.