"რუდი გარსია სწორედ ამ დეტალის გამო შევარჩიე" - აურელიო დე ლაურენტისი » სპორტის ხაზი

"რუდი გარსია სწორედ ამ დეტალის გამო შევარჩიე" - აურელიო დე ლაურენტისი

"რუდი გარსია სწორედ ამ დეტალის გამო შევარჩიე" - აურელიო დე ლაურენტისი
20-06-2023, 12:16
Aa Aa
გაზიარება:

აურელიო დე ლაურენტისმა რუდი გარსია ნაპოლის ახალ მწვრთნელად ოფიციალურად წარადგინდა და იმ დეტალის შესახებ ისაუბრა, რამაც მის თვალში გარსია ფავორიტ სპეციალისტად აქცია:

"ჩემს სიაში ბევრი სხვა მწვრთნელის გვარიც ფიგურირებდა, თუმცა ბევრი არ მიფიქრია. საქმე ისაა, რომ თითქიმის ყველა ნაპოლისგან განსხვავებულ ტაქტიკას იყენებს, ზოგი 3-4-3-ს, ზოგი 4-2-2-ს. მოკლედ, მე მსურდა, რომ კლუბში 4-3-3 შემენარჩუნებინა და შესაბამისი მოთამაშეებით ახალი სეზონი დაგვეწყო, საამისოდ კი რუდი ნამდვილად კარგი ვარიანტია. სიმართლე გითხრათ, გარსია ჯერ კიდევ მაშინ მომწონდა, როდესაც ის რომაში მუშაობდა. ამის შემდეგ ის ლიონში წავიდა და გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში გაიყვანა, ჩვენ კი ფინალით დავკმაყოფილდებით."
- თქვა დე ლაურენტისმა

სხვათაშორის, ნაპოლის პრეზიდენტი უეფასაც გადასწვდა და მათი დაორგანიზებული ტურნირები პირდაპირი მნიშვნელობით დააკნინა:

"ადრე ანიელის ვუთხარი, რომ სუპერლიგის იდეა არასწორი იყო, თუმცა უკვე ჩემპიონთა ლიგაც მოძველდა. თავის მხრივ, ევროპისა და კონფერენს ლიგები საერთოდ აზრგამოცლილია, თუმცა სისტემას მე არ ვაკონტროლებ, შესაბამისად, ტურნირებს სხვები აორგანიზებენ. ჩვენ თუ ფეხბურთში მასშტაბური ცვლილებების დაწყება გვინდა, მაშინ ხალხის აზროვნება უნდა შეიცვალოს."

საერთაშორისო ტურნირების შესახებ საუბრის შემდეგ დე ლაურენტისმა ოსიმენის დარჩენის საკითხთან დაკავშირებთაც ისაუბრა:

"მხოლოდ გარსიასთვის არა, ეს საჯაროდაც ვთქვი, ოსიმენი არსად მიდის. უბრალოდ, ხანდახან იღებ შეთავაზებას, რაზეც უარს კლუბის სასიკეთოდ ვერ ამბობ, ეს მომავლის ნაწილია. ვიქტორს ჯერ კიდევ ზეიმის დაწყებამდე ვესაუბრე და 2 წლით დარჩენაზე შევთანხმდით, სხვა ფეხბურთელებზე კი რუდიმ გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს." - თქვა ნაპოლის პრეზიდენტმა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი