გარსია: "კვარაცხელია ამიტომ შევცვალე" » სპორტის ხაზი

გარსია: "კვარაცხელია ამიტომ შევცვალე"

გარსია: "კვარაცხელია ამიტომ შევცვალე"
17-09-2023, 13:02
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიმ" "ჯენოასთან" ფრედ, 2-2 ითამაშა, თუმცა ქართველი ფეხბურთელის უგოლო სერია გრძელდება.

ნეაპოლელების მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ ჩვენებური გარემარბი მოედნიდან 89-ე წუთზე შეცვალა, რასაც კვარაცხელიას მხრიდან საკმაოდ შესამჩნევი უკმაყოფილება მოჰყვა.

მატჩის შემდეგ გარსიამ განმარტა, თუ რატომ შემოიყვანა ხვიჩას მაგივრად ალესიო ძერბინი მოედანზე:

"ალესიომ მატჩის მიწურულს მოედანზე ყოფნა დაიმსახურა, იმედი მქონდა, რომ ის თამაშის შეცვლას შეძლებდა. ძერბინი სეზონის დასაწყისიდან ძალიან ბევრს შრომობს, ხოლო ვარჯიშზე თავის გამოჩენა ჩემთვის ბევრს ნიშნავს.

"ლაციოსთან" მატჩში ჩემმა ცვლილებებმა ვერაფერი შეცვალა, დღეს კი ამისგან განსხვავებული სურათი ვიხილეთ. სათადარიგო სკამი მოწოდების სიმაღლეზეა და ეს მნიშვნელოვანია, რადგან 20 დღის განმავლობაში 6 თამაში გვიწევს"
, - განაცხადა გარსიამ.

ავტორი: Davit Shakirovi


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი